გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.

„პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი დაიგება ასფალტის საფარი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან წვიმიან ამინდში გადაადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურიც.