აშშ-მა და საუდის არაბეთმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბეს

აშშ-მა და საუდის არაბეთმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა საუდის არაბეთთან ერთად ერაყში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელებას ავალებდა.

„აშშ-ისა და საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციამ აღმოსავლეთ ერაყში მდებარე ტერორისტების რამდენიმე ლოგისტიკურ და შეიარაღების ობიექტზე იერიში მიიტანა. ოპერაცია ბოლო 72 საათის განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კოორდინაციით განხორციელებულ 30-ზე მეტ საჰაერო დრონით თავდასხმაზე მკაცრი პასუხი იყო“, - აღნიშნულია CENTCOM-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2026 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ერაყში აშშ-ის მოქალაქეებსა და ობიექტებზე 600-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და მისმა ტერორისტულმა მარიონეტულმა დაჯგუფებებმა ეს თავდასხმები უნდა შეწყვიტონ, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ის შემდგომი სამხედრო პასუხი, დასძინეს CENTCOM-ში.