კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი.

ყველაზე მეტი მსხვერპლი ვალე-დელ-კაუკას დეპარტამენტში დაფიქსირდა, სადაც ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი კალი მდებარეობს. ბოლო ცნობებით, ამ რეგიონში 27 ადამიანი დაიღუპა.

მანამდე ქალაქ პერეირას მერმა, მაურისიო სალასარმა განაცხადა, რომ 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ ორი გარდაცვლილის შესახებ გახდა ცნობილი ქალაქ მანისალესში, რამაც დადასტურებულ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 47-მდე გაზარდა.