პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.

პოლონური მხარის მტკიცებით, ღამით პოლონეთისა და მოკავშირეების სადაზვერვო სისტემებმა რუსეთის ფედერაციის შორ რადიუსზე მოქმედი ავიაციის საბრძოლო აქტივობა დააფიქსირეს.

როგორც ოპერატიული სარდლობა იუწყება, პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკაციურმა სისტემამ მინიმუმ რამდენიმე ათეული რაკეტის აქტივობა დააფიქსირა, რომლებიც უკრაინის დასავლეთ ნაწილისკენ მიფრინავდნენ. ფრენის მიმართულების გათვალისწინებით, ისინი პოლონეთის საჰაერო სივრცისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ.

მოგვიანებით პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტი აღმოაჩინეს. ობიექტის დასადგენად ჰაერში მორიგე F-16 გამანადგურებელი აფრინდა, თუმცა შემდეგ ობიექტი რადარებიდან გაქრა.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ობიექტი ლიუბლინის რეგიონში ჩამოვარდა. ადგილზე Mi-24 ტიპის ვერტმფრენი ჩაფრინდა. ინციდენტის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება.