ზაზა დობორჯგინიძე: ბოლო წლებია ნაცმოძრაობაში სუდანზე ხშირად ხდება გადატრიალებები. ფეისბუქით გადაყენება ამ ფორმით ყოვლად სამარცხვინოა

ზაზა დობორჯგინიძე: ბოლო წლებია ნაცმოძრაობაში სუდანზე ხშირად ხდება გადატრიალებები. ფეისბუქით გადაყენება ამ ფორმით ყოვლად სამარცხვინოა

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ „ბოლო წლებია ნაცმოძრაობაში სუდანზე ხშირად ხდება გადატრიალებები.“

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია, დობორჯგინიძე ამბობს, რომ „ფეისბუქით გადაყენება ამ ფორმით არის ყოვლად სამარცხვინო“.

„ბოლო წლებია ნაცმოძრაობაში სუდანზე ხშირად ხდება გადატრიალებები. ამჯერად სააკაშვილმა ნაცმოძრაობის თავჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა და ფეისბუქ პოსტით გადააყენა თინა ბოკუჩავა. თინა ბოკუჩავას მხარდამჭერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ინტელექტუალურად გაკოტრებულ ნაცმოძრაობაში ყველაზე წარმოსადეგი კანდიდატი იყო; ნანუკასთან შედარებით ინტელექტუალია. გენდერული ნიშნით სიძულვილის ენის სამიზნე გახდა პარტიის თავჯდომარეობის გამო, და ფეისბუქით გადაყენება ამ ფორმით არის ყოვლად სამარცხვინო.“-წერს დობორჯგინიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, რასაც თინა ბოკუჩავამ მოულოდნელი უწოდა  და აღნიშნა, „ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“