გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა
ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.
გამოკითხვის თანახმად, თუ ზელენსკი მეორე ტურში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ელჩს ვალერი ზალუჟნის დაუპირისპირდება, ის 33,8%-ს დააგროვებს, ხოლო ზალუჟნი - 66,2%-ს.
თუ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ოფისის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს დაუპირისპირდება, ის ხმათა 39,7%-ს მიიღებს, ხოლო ბუდანოვი - 60,3%-ს.
ზელენსკის კიდევ ერთ სავარაუდო მეტოქედ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი განიხილება. გამოკითხვის თანახმად, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი ბუდანოვს დაუპირისპირდება, მოქმედი პრეზიდენტი ხმათა 36,2%-ს მიიღებს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი - 63,8%-ს.
გამოკითხვა 28 ივლისიდან - 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 000-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება 2,6%-ს შეადგენს.