კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა

კანადაში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი სიცხისა და ქარის გამო კანადის ბრიტანულ კოლუმბიაში ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება. გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის ფართობი ორჯერ გაიზარდა. სტიქიის რეგიონში ევაკუაციაა და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

პოლიციის ცნობით, ხანძარს, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში, სამერლენდსა და სხვა ტერიტორიებზე 136 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მძვინვარებს, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.