სეუტაში მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

სეუტაში მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ესპანეთის აფრიკულ ანკლავ სეუტაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად, გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

ლოზუნგის „კმარა, სეუტა არ დანებდება“ დემონსტრანტები კონსტიტუციის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.