თბილისის „იბერიამ“ „ლარნი“ დაამარცხა და ევროტურნირის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა
თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დააწინაურა, მან ანდრია ბართიშვილის გადაცემა გამოიყენა.
ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.