პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია
კვლევითი ინსტიტუტის, IBRiS-ის მიერ რადიო „ZET“-ისთვის ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება- ამის შესახებ „KYIV POST“ წერს.
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 59,7% მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას. მათგან 32,3%-მა განაცხადა, რომ „კატეგორიული წინააღმდეგია“ უკრაინის ბლოკში გაწევრიანების, ხოლო 27,4%-მა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად წინააღმდეგია, ვიდრე მომხრე“.
ამავდროულად, გამოკითხულთა 35,4%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან 8,4%-მა კითხვას დადებითად უპასუხა -„რა თქმა უნდა, დიახ“, ხოლო 26,9%-მა -„უფრო დიახ, ვიდრე არა“. კვლევის მიხედვით, საკუთარი პოზიციცია არ დაუფიქსირებია რესპონდენტთა 5%-ს.
უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა შედარებით მაღალია პოლონეთის მმართველი კოალიციის პარტიების მხარდამჭერებს შორის: "სამოქალაქო პლატფორმის“, "მემარცხენეების", "პოლონეთის სახალხო პარტიისა" და "პოლონეთი 2050-ის" მომხრეების 64% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 32% წინააღმდეგია.
საპირისპირო სურათია ოპოზიციურ ამომრჩეველში: "კანონი და სამართლიანობის", "თავისუფლება და დამოუკიდებლობის", "პოლონეთის გვირგვინის კონფედერაციისა" და პარტია "ერთად" მხარდამჭერებს შორის უკრაინის გაწევრიანებას მხოლოდ 24% უჭერს მხარს, 73% კი წინააღმდეგია.
ეროვნული მასშტაბის კვლევა IBRiS-მა, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2026 წლის 12-13 ივნისს ჩაატარა.