ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო არხების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, დაახლოებით 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე მდებარე არხის 2500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. არხში დაგროვებული ნატანი მასა წყლის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა, რის გამოც უხვი ნალექის პერიოდში არხი ივსებოდა და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის დატბორვის საფრთხეს ქმნიდა. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება და სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენებისა და აგროსექტორის განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება.