აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი შონიას შეხვდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში მიმდინარე პროექტები, მათი განხორციელების ეტაპები და სამუშაოების შესრულების დინამიკა განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პროექტების მიმდინარეობის კონტროლს, რათა სამუშაოები დადგენილ ვადებში და შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდეს.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.