რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან აფრინდა, ჯერ რიგაში დაეშვა, ხოლო შემდეგ გეზი მოსკოვისკენ აიღო და ვნუკოვოს აეროპორტში ჩაფრინდა.

აღსანიშნავია, რომ ენდრიუსის ავიაბაზით აშშ-ის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის მქონე სხვა ოფიციალური პირები სარგებლობენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა ჩაიტანა ან ვინ ჩაიყვანა თვითმფრინავმა მოსკოვში.