ტრამპი ირანის ხელისუფლებას დემონსტრანტების დახოცვაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს ვერ ურიგებს, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი, რომლის შეჩერებაც დაუყოვნებლივ არის საჭირო.
„ჩამოშლის პირას მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკა სამხედროების დიდი ნაწილისთვის ხელფასების გადახდას ვერ ახერხებს, ამავდროულად კი დემონსტრანტებს ხოცავს მაშინაც კი, როდესაც ისინი არ აპროტესტებენ და ამას ისეთი მასშტაბით აკეთებს, როგორიც აქამდე არ გვინახავს. ეს უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისია და მისი შეჩერება დაუყოვნებლივ არის საჭირო“, - დაწერა ტრამპმა.