თორნიკე ფაღავა: ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები
ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.
„პრივილეგირებული NGO-ები კარგავენ თავიანთ ძალაუფლებას და ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ეს არის საერთაშორისო ტენდენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოსთვის, რადგან ეს ხალხი ყოველთვის მიზანმიმართულად და დამიზნებით ებრძოდა ქართულ სუვერენიტეტს“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.