პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.

პრეზიდენტი, მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით გადადგომაზე უარს აცხადებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება კონსტიტუციური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება უნგრული საზოგადოება. შემდეგ ცვლილებებს კენჭს უყრიან საყოველთაო რეფერენდუმზე. განახლებული კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ასამბლეა აირჩევს სახელმწიფოს ახალ მეთაურს.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მადიარი ძალისხმევას არ იშურებს პრეზიდენტ შუიოკის თანამდებობიდან გადასაყენებლად და მას ვიქტორ ორბანის რეჟიმის „მარიონეტად“ მოიხსენიებს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტია „ტისას“ ლიდერმა პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა, შუიოკმა მადიარის მოთხოვნა უარყო, რამაც, პრეზიდენტის თქმით, „კონსტიტუციური კრიზისი“ გამოიწვია.

31 მაისს შუიოკმა საბოლოოდ თქვა უარი თანამდებობის დატოვებაზე მას შემდეგ, რაც კვირას ამოიწურა ახალი მთავრობის მიერ მისი ნებაყოფლობითი გადადგომისთვის დადგენილი ბოლო ვადა.