პოლონელი დეპუტატი: თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს

პოლონელი დეპუტატი: თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) წევრმა, მიხალ მოსკალმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ „უმადური და უტაქტოა“.

მოსკალმა ხაზი გაუსვა პოლონეთის როლს უკრაინის გადარჩენაში და აღნიშნა, რომ პოლონეთის დახმარების გარეშე უკრაინა ვერ გაუძლებდა რუსულ აგრესიას.

„ახლა ისინი ისტორიულად გვამცირებენ და სურთ, რომ მათი ისტორიის ნაწილი ბავშვების თავის ქალებში ლურსმნების ჩაჭედვა იყოს, ხოლო მათი გმირი - დამნაშავე იყოს

თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს [უკრაინის ამბოხებულთა არმიის] ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს“, - განაცხადა მიხალ მოსკალმა.