"პოლონეთის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩებოდა" - ვარშავა ზელენსკის ღიად აკრიტიკებს

"პოლონეთის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩებოდა" - ვარშავა ზელენსკის ღიად აკრიტიკებს

"პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა" - პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხალ მოსკალი ზელენსკის ღიად აკრიტიკებს.

მოსკალმა უკრაინის პრეზიდენტის ქცევა „უმადურ და ვულგარულ“ ქმედებად შეაფასა. მისი თქმით, მიუღებელია, უკრაინის სახელმწიფო ნარატივი ეფუძნებოდეს ისტორიულ ფიგურებს, რომლებიც პოლონური მხარისთვის დამნაშავეებად მიიჩნევიან.

დაპირისპირების ეპიცენტრში კვლავ ვოლინის ტრაგედიის საკითხი დგას.

პოლონელი პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა, რომელიც დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას ცდილობს, ვერ შეძლებს ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, თუ ისტორიული სიმართლის ნაცვლად, დამნაშავეთა გმირებად წარმოჩენას.

„ზელენსკი არის უმადური და ვულგარული.

პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა.

ახლა ისინი ისტორიულად გვამცირებენ და სურთ, რომ მათი ისტორია ბავშვების თავის ქალაში ლურსმნების ჩაჭედვას ეხებოდეს, ხოლო მათი გმირი - დამნაშავე იყოს.

თუ უკრაინას სურს, დასავლეთის ნაწილი იყოს, მან უნდა შეწყვიტოს უპა-ს (უკრაინის ამბოხებულთა არმია) ისეთ რამედ განხილვა, რაც მათ სახელმწიფოს აშენებს“. - განაცხადა მიხალ მოსკალმა.