თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მატარებლების გადაადგილების ნაწილობრივი შეფერხება გამოწვეული იყო მატარებლის ტექნიკური ხარვეზით მს „რუსთაველზე“, რის გამოც მეტრო მუშაობდა მხოლოდ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნამდე“.
ამ ეტაპისათვის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.