კანადის ქალაქ მონრეალში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, პოლიციამ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილას მოკლა
კანადის ქალაქ მონრეალში სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
მონრეალის პოლიციის უფროსის, ფადი დაგერის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქის ზარი შევიდა, რომელმაც განაცხადა რომ შენობიდან სროლის ხმა ისმოდა. ადგილზე მისულ პოლიციას კი მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციის უფროსის თქმით, ეჭვმიტანილი მამაკაცი, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა და ის შემთხვევის ადგილზე მოკლეს.
რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.