თენგიზ შარმანაშვილი: ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს
ლუქსემბურგში სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს და ის არ ცნობს არანაირ რეალობას. უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველო მზადაა ნებისმიერი დიალოგისთვის, თუ ის საგნობრივი და სამართლიანი იქნება.
„ამ სხდომას ევროკომისარი კაია კალასი ხელმძღვანელობს. ის არ ცნობს აბსოლუტურად არანაირ რეალობას. შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ატარებს ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, საქართველოს კი არ დაუძახებს ხოლმე. რაღაც უცნაური ადამიანია, ასე რომ, დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მაინც გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძალავს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, თუ ეს იქნება საგნობრივი და სამართლიანი. თუ იმის განხილვა იქნება, რომ ვიღაც-ვიღაცები პოლიტპატიმრები არიან იმ ფონზე, როდესაც ეს საკითხი სტრასბურგის სასამართლოს აქვს განხილული და შენ პოლიტიკურად გინდა ჩაასწორო სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ასეთი მიმართულებები ჩვენთვის ავტორიტეტული ვერ იქნება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში იმყოფებიან. სხვადასხვა საკითხთან ერთად ისინი დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.