DW: პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებაზე უარი განაცხადა
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის კშიშტოფ გავკოვსკის დადგენილება, რომელიც ქვეყნის მიერ საზღვარგარეთ გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
სასამართლომ განმარტა, რომ პოლონეთის კონსტიტუციით ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია.
გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო, კოლეგიას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბოგდან სვენჩკოვსკი ხელმძღვანელობდა.