ECR: ევროპაში ქრისტიანობის აღდგენისა და ქრისტიანთა დაცვის დრო დადგა

ECR: ევროპაში ქრისტიანობის აღდგენისა და ქრისტიანთა დაცვის დრო დადგა

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფი (ECR) აცხადებს, რომ ევროპაში ქრისტიანობის აღდგენისა და ქრისტიანთა დაცვის დრო დადგა.

ევროპარლამენტარების თქმით, ევროპაში შემაშფოთებლად იმატა ქრისტიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ფაქტებმა, კერძოდ, მათი მხრიდან, ვისაც ცივილიზაციის განადგურება სურს.