შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს

მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით ჰკითხა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს საღი საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე. ლანძღვა-გინება, უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ დისკუსიას და მსჯელობას და არის ბარიერი ამგვარი მსჯელობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს. ჩვენ ვნახეთ ვინც ეწინააღმდეგება ამ გზას.

პირველები ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და უცხოური პოლიტიკური აგენტურა საქართველოში, რომელიც დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება იმას, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა არ იყოს საზოგადოებრივ დისკუსიაში. იმუქრებიან სარჩელებით და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ ვინ იყო შემომტანი ამ უხამსი, ლანძღვა-გინებაზე დამკვიდრებული პოლიტიკური დისკუსიის საქართველოში. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებული მიდგომები, რომელიც აუცილებელია, რომ მოვიცილოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.