აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გერმანიის ეკონომიკური განვითარების სააგენტოს და KFW წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გერმანიის ეკონომიკური განვითარების სააგენტოს და KFW წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.- ინფორმაციას
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ედნარ ნატარიძე აჭარის წყლის სისტემების განვითარების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის განხორციელებაში ჩართულმა გერმანულმა მხარემ, მინისტრს შესრულებული სამუშაოები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაო
პროცესს, ადგილზე დაათვალიერებენ.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები არჩილ
სირაბიძე და უჩა სურმანიძე, აჭარის წყლის ალიანსის ხელმძღვანელი თემურ ბედინაძე და სამინისტროს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაკო თავდგირიძე ესწრებოდნენ.
გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა იქმნება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის დასრულების შემდეგ, აჭარის მასშტაბით 39 სოფელი და დაბები დაახლოებით 40 000-მდე მოსახლე 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონ ევროზე მეტია.