KIU: ონლაინ ღია კარის დღე - სამაგისტრო პროგრამა „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“

KIU: ონლაინ ღია კარის დღე - სამაგისტრო პროგრამა „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მოქალაქეებს სამაგისტრო პროგრამის -„ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)" ონლაინ ღია კარის დღეზე იწვევს. 

უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით შეიქმნა, ის ერთადერთია რეგიონში და შეთავაზებულია მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

„6 ივლისი, 12:00 საათი, 

ონლაინ

სამუშაო ენა: ინგლისური 

ღია კარის დღის სპიკერი: KIU-ს FIM პროგრამის ავტორი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მათემატიკური ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი რუდი ზაგსტი.

პროგრამის უპირატესობებია:

ინოვაციური კურიკულუმი - შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით;

დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტერდისციპლინური სწავლება; 

საერთაშორისო კავშირები და კარიერული შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ულტრათანამედროვე კამპუსი - სტუდენტების ინტერესებზე მორგებული სასწავლო ინფრასტრუქტურა.

ღია კარის დღეზე რეგისტრაცია შესაძლებელია 5 ივლისის 17:00 საათამდე: Open Day of MSc FIM program – Fill out form

შემოგვიერთდით 6 ივლისს (12:00 საათზე) ონლაინ: https://teams.microsoft.com/meet/48537581494084?p=mHX3hzNOitWbjYYtep“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.