Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელი: ჩვენი ადგილმდებარეობის და სერვისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიაზე კონკურენტი არ გვყავს

Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელი: ჩვენი ადგილმდებარეობის და სერვისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიაზე კონკურენტი არ გვყავს

სტუმრები ძირითადად ანკესით თევზაობით ინტერესდებიან, - ამის შესახებ სოფელ კართუბანში მდებარე ტურისტული ობიექტის Lagodekhi Fishing Resort-ის დამფუძნებელმა გაბრიელ ბანცურმა განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მათი სტუმრების 95% ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი უცხოელი.

"კომპლექსის მენეჯმენტში მიმდინარე წელს შემოვედით და სტუმრებს მარტიდან ვმასპინძლობთ. ჩვენთან განთავსებულია 5 კოტეჯი, ღია აუზი, სარესტორნე სივრცე - ქართული და ევროპული კერძებით და გათევზიანებული 2 ტბა. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ტბებში ითევზაონ და ამასთან, ისარგებლონ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებით ლაგოდეხის ნაკრძალში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს გიდები, რომლებიც მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით და შესაბამისი ცოდნით უძღვებიან აღნიშნულ ტურებს. ჯამში კომპლექსს სასტუმრო ნაწილში ერთდროულად 25 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

გვაქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნა გაიზრდება, რადგან უკვე ფიქსირდება წინასწარი ჯავშნები როგორც ივლისის, ისე აგვისტოს თვეში. ჩვენი ადგილმდებარეობის და სერვისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერიტორიაზე კონკურენტი არ გვყავს", - აცხადებს გაბრიელ ბანცური.

მანვე აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნა და გაყიდვები გაიზრდება სამომავლოდ კომპლექსი როგორც სარესტორნე, ისე სასტუმრო ნაწილში გაფართოვდება.