ლევან მგალობლიშვილი „დევისის თასის“ ევროპის ზონის III ჯგუფის შეხვედრებს დაესწრო
ლევან მგალობლიშვილი „დევისის თასის“ ევროპის ზონის III ჯგუფის შეხვედრებს დაესწრო- ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვაში „დევისის თასის“ ევროპის ზონის III ჯგუფის შეხვედრები გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვისა და კოსოვოს გუნდებთან ერთად იასპარეზა. შეხვედრებს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.
ქართველმა ჩოგბურთელებმა კოსოვოსა და აზერბაიჯანის გუნდები დაამარცხეს და „დევისის თასის“ III ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს. საქართველოს ნაკრები „დევისის თასზე“ ასპარეზობას 2027 წელს კვლავ III ჯგუფში განაგრძობს