ზვიად გაბისონია ბათუმის N1 და N9 საჯარო სკოლებში გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

ზვიად გაბისონია ბათუმის N1 და N9 საჯარო სკოლებში  გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ბათუმის N1 და N9 საჯარო სკოლებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში იმყოფებოდა, სადაც გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.

მინისტრის მოადგილესთან ერთად საგამოცდო ცენტრები დაათვალიერეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძემ.

ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის გამოცდა 700-მდე, ხოლო ბათუმის N9 საჯარო სკოლაში 1 500-მდე აბიტურიენტმა ჩააბარა. ამავე სკოლაში ფიზიკის გამოცდას 20-მდე პედაგოგი აბარებს.

6 და 7 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ინგლისური ენის გამოცდაში 35 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, ხოლო ფიზიკის გამოცდაში 500-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეო.