რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული N31 საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული N31 საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, ახლადრეაბილიტირებული N31 საბავშვო ბაღი გაიხსნა. 450 ბავშვზე გათვლილ ბაღს, რეაბილიტაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარა. - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა და მოეწყო უსაფრთხო, კომფორტული და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა. 

N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღის აღსაზრდელების მიღებით დაიწყო.

ბაგა-ბაღის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი დაესწრნენ.

ამ ეტაპზე, რუსთავში ახალი- N11 და N25 ბაღების მშენებლობის პროცესი დასრულების ეტაპზეა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. 

მიმდინარე წელს, რუსთავში, სკოლამდელი აღზრდის კიდევ ორი დაწესებულების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.