აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, განათლების მინისტრის მოადგილესთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, ბათუმში, №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან - ზვიად გაბისონიასთან ერთად, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა და ინგლისური ენის გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს, გამოცდების ორგანიზების პროცესს გაეცნენ და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.

7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში, ხოლო მასწავლებლები ფიზიკაში აბარებენ.

2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის - 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 23-24 ივლისს ჩატარდება.