Politico: კოშტას მოსკოვთან კონტაქტის აღდგენის მცდელობამ ევროკავშირის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია
Politico-ს ცნობით, მოსკოვთან კონტაქტების აღდგენის მცდელობის გამო, ანტონიუ კოშტა შესაძლოა ევროპული საპჭოს პრეზიდენტად აღარ აირჩიონ.
ევროკავშირის ლიდერების ნაწილი უკმაყოფილოა, რომ კოშტამ მოსკოვთან კონტაქტი მათთან შეუთანხმებლად დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი ქმედება ევროპელი ლიდერების დავის საგანი გახდა. გამოცემა წერს, რომ კოშტას წინ რთული თვეები ელის.
გამოცემა წერს, რომ საჯაროდ ლიდერები კოშტას დასაცავად რიგში ჩადგნენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონტაქტი „გასაგები“ იყო, ხოლო ბელგიელმა ბარტ დე ვევერმა ეს „სრულიად ნორმალურ“ მოვლენად შეაფასა და კამერების წინ კოშტასთან იხუმრა კიდეც, ევროკავშირმა ის მოსკოვში პირადად უნდა გაგზავნოსო.
თუმცა, კულუარებში უკმაყოფილება აშკარა იყო, რის შესახებაც POLITICO-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან მომუშავე 9 დიპლომატმა განუცხადა.