ჯეიმს ბონდის როლის ახალი შემსრულებელი რობერტ პატინსონი იქნება

ჯეიმს ბონდის როლის ახალი შემსრულებელი რობერტ პატინსონი იქნება

მსახიობი რობერტ პატინსონი ჯეიმს ბონდის როლზე ოფიციალურად დაამტკიცეს. ინფორმაცია აგენტ 007-ის კინოფრენჩაიზის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.


2000-იანების შუა წლებიდან ჯეიმს ბონდის როლს დენიელ კრეიგი ასრულებდა. მან ეს როლი ხუთ ფილმში მოირგო, რომელთაგან ბოლო 2021 წელს გამოვიდა. მსახიობებს შორის, რომლებიც რობერტ პატინსონის გარდა ახალ ბონდზე მოიხსენიებოდნენ, იყვნენ ნიკოლას ჰოლტი და კალუმ ტერნერი.


რობერტ პატინსონმა სახელი გაითქვა ედვარდ კალენის როლით ვამპირული ფილმების სერიიდან „ბინდი“. გარდა ამისა, ის თამაშობდა ბეტმენს ფრენჩაიზის 2022 წლის განახლებულ ვერსიაში, ასევე ფილმებში „მიკი 17“, „მოკვდი, ჩემო სიყვარულო“), „დრამა“და „პრაიმ-ტაიმი“.