ემანუელ მაკრონი: დღეს არსებობს ცდუნება, ჩინეთის ან აშშ-ის ვასალებად ვიქცეთ... ჩვენი მიზანი კი ვასალად ქცევა არ არის
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, დღეს მსოფლიო ტოტალური უწესრიგობის პირობებში ცხოვრობს.
მისი თქმით, არსებობს ცდუნება, რომ ევროპა ჩინეთის ან აშშ-ის ვასალად იქცეს. მაკრონის განცხადებით, მისი მიზანი ვასალად ქცევა არ არის.
„ჩვენ ტოტალური უწესრიგობის პირობებში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, დღეს არსებობს ცდუნება, ჩინეთის ან აშშ-ის ვასალებად ვიქცეთ. ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს არის ამ ორი დიდი სახელმწიფოს მიზანი. ჩვენი მიზანი კი, ვასალად ქცევა არ არის“, - განაცხადა მაკრონმა.
როგორც საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, მას სურს, რომ ევროპამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი სტრატეგიული ავტონომია და გახდეს უფრო დამოუკიდებელი.
„ჩვენ გვსურს, დავიცვათ მრავალმხრივი საერთაშორისო წესრიგი, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული ავტონომია და გავხდეთ უფრო დამოუკიდებლები“, - აღნიშნა მაკრონმა.



