განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ამავე სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი მაია შუხოშვილი. ზვიად გაბისონიამ ავტორიზაციის საბჭოს წევრებსა და ცენტრის წარმომადგენლებს გააცნო უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი ეტაპები.
შეხვედრის მიზანი იყო ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის პრაქტიკული და მეთოდოლოგიური გაძლიერება, ავტორიზაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების განხილვა, გამოწვევების იდენტიფიცირება და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით შესაბამისი ხედვისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უმაღლესი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმა, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ტენდენციები, საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ეთიკის კოდექსი, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და სტანდარტების განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, რეგულირებადი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ინტერნაციონალიზაციის კომპონენტების შესახებ.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას.