ბრაზილიაში იზოლირებული ტომი ჯუნგლებიდან გამოვიდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს საკვები სთხოვა
ამაზონის ტყეებში იზოლაციაში მცხოვრები ხალხის - ავას დაახლოებით 20 წარმომადგენელი ბრაზილიის არარიბოიას ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ტავარის მცხოვრებლებთან გამოვიდა და მათ ძირხვენების გაზიარება სთხოვა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე Survival International დაყრდნობით გაავრცელა.
ორგანიზაციის მონაცემებით, ამ იშვიათი კონტაქტის მიზეზი შესაძლოა საკვების დეფიციტი გამხდარიყო - კერძოდ, ტყის უკანონო ჩეხვისა და ნადირობის გამო, რაც ტომის საცხოვრებელ ტერიტორიაზე ტრადიციული საკვები რესურსების შემცირებას იწვევს.



