დონალდ ტუსკი: ამჟამად პოლონეთში საჰაერო საფრთხე არ არსებობს

დონალდ ტუსკი: ამჟამად პოლონეთში საჰაერო საფრთხე არ არსებობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში საჰაერო საფრთხე არ არსებობს.

როგორც ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ინფორმაცია პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მას თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მარუშ კერვინსკიმ მიაწოდეს.

„თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშისა და შინაგან საქმეთა მინისტრ მარუშ კერვინსკისგან მივიღე ინფორმაცია ბილგორაისკის რაიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. ამჟამად საჰაერო საფრთხე არ არსებობს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, - დაწერა ტუსკმა.

ცნობისთვის, დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაუდგენელმა საჰაერო ობიექტებმა დაარღვიეს.