ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის ანგარიშზე: მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ფართო შავი ზღვის აუზში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების რისკები საკმაოდ გაზრდილია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღირსეულად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას
მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ფართო შავი ზღვის აუზში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების რისკები საკმაოდ გაზრდილია, - განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღირსეულად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
„ანგარიშში დეტალურად არის მოყვანილი, როგორ გაართვეს თავი საანგარიშო პერიოდში მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენი კომიტეტი დღეს კიდევ ერთხელ მოისმენს ანგარიშს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, რომ მას დეპუტატებმა მომხსენებლებს დაუსვან დამატებითი შეკითხვები“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, თამაზ ბორაშვილს მოუსმენს, რომელიც დეპუტატებს სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.



