მარკო რუბიო – შევხვდი ბაჰრეინის მეფეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მდგრადი პარტნიორობა და ერთგულება ბაჰრეინის უსაფრთხოების მიმართ
ჩვენ ერთიანები ვართ რეგიონული სტაბილურობის, ჰორმუზის თავისუფალი და ღია სრუტის, ასევე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილების საკითხში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბაჰრეინის მეფესთან, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ ბაჰრეინის უსაფრთხოების ერთგულია და მასთან პარტნიორობას აგრძელებს.
„შევხვდი ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მდგრადი პარტნიორობა და ჩვენი ერთგულება ბაჰრეინის უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ერთიანები ვართ რეგიონული სტაბილურობის, ჰორმუზის თავისუფალი და ღია სრუტის, ასვე ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილების საკითხში. ირანის თავდასხმები ბაჰრეინზე მიუღებელი იყო და შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბაჰრეინის ხალხსა და მთავრობას“, – აცხადებს რუბიო.
ამასთან, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით კმაყოფილია და მათ ლიდერებთან პროდუქტიული შეხვედრები გამართა.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ძალიან კარგი შეხვედრა. ეს იყო მართლაც, ნამდვილად კარგი შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. მათ გაგვიზიარეს ძალიან კონკრეტული შეშფოთება და იდეები. და როდესაც ვამბობ შეშფოთებას, ვგულისხმობ, რომ მათ უბრალოდ სურთ, იყვნენ ინფორმირებულები ყოველ ნაბიჯზე, როდესაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში გადავდგამთ როგორც ტექნიკურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე და ჩვენ გვინდა, რომ ისინი ჩართულები იყვნენ“,- განაცხადა მარკო რუბიომ.