შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშვენ
შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშვენ-ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
დღეს დასრულდა შიიტი მუსლიმების მიერ აშურას აღნიშვნის 10 დღიანი გლოვა, სადაც იხსენებენ 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკულად დაღუპულ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუაჰამადის შვილიშვილი).
ამასთან დაკავშირებით ეწყობა იმამ ჰუსეინის გარდაცვალების გამო დატირებები და სამგლოვიარო მსვლელობები, ხდება შეკრებები, სადაც კითხულობენ ამბებს ჰუსეინისა და მისი ახლობლების ტანჯვა-წამების შესახებ, კითხულობენ მათი სულის მოსახსენიებელ ლოცვებს.