ნინო ლაცაბიძემ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქალაქ რუსთავის მერმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ჰაერის დაბინძურება რჩება.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, რუსთავმა მომავალში "მწვანე ქალაქის" სტატუსი მოიპოვოს.
"მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებები ჰაერის ხარისხის მართვის გემის მიხედვით შესრულდეს, რისტისაც ქალაში ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ.
ასევე, მნიშვნელოვანია სამინისტროს მხრიდან შესრულდეს და განხორციელდეს ის მიმართულებები, რაც მატ შორის, სამინისტროს ვალდებულებაა.
ქალაქმა , 2026 წელს გამწვანების მიმართულებიტ ნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მიმდინარეობას ჭალის ტყის ისტორიული პროოექტის განვიტარება. ჭალის ტყის აღდგენის პროცესში ვართ, რაც ასევე სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა. ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ერთობლივად გვექნება განახორციელებელი", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.