20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 კონვენცია“ გაიმართა

20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 კონვენცია“ გაიმართა

20 და 21 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 კონვენცია“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებსი მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის ობიექტი, მიზნები, პრინციპები და რეგულირების სფერო; ჰააგის 1980 წლის კონვენციის იმპლემენტაცია, ცვლილებები სამოქალაქო კანონმდებლობაში და პროცესში ჩართული სუბიექტები; ბავშვის გადაადგილების არამართლზომიერების დადგენა; ბავშვის დაკავების არამართლზომიერების დადგენა; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულება; არამართლზომიერად გადაადგილებული, დაკავებული ბავშვის მყისიერი დაბრუნების ვალდებულების გამონაკლისი შემთხვევები და ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე დაწყებული საქმეების განხილვის თავისებურებები, საქმის მომზადება და მართვა; სამართალწარმოების პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზუგდიდის და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული