კატარში, ლაფანის ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

კატარში, ლაფანის ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

კატარში, ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კომპლექსში აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

კატარის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა, საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება. მისივე თქმით, აფეთქება დივერსიულ აქტს არ გამოუწვევია.

ცნობისთვის, ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის კომპლექსზე ირანმა მიმდინარე წლის მარტში თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი დაახლოებით 17%-ით შემცირდა.