დონალდ ტრამპი: ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი:  ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა კატარში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლების არაპირდაპირ მოლაპარაკებებზეც და თქვა, რომ მათ ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდათ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვურთიერთობთ. ირანმა გრძელი გზა გაიარა. ვფიქრობ, რომ ისინი კარგად არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

დღეს აშშ-მა და ირანმა კატარის დედაქალაქ დოჰაში ტექნიკური მოლაპარაკებები გამართეს, რათა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაკადების მოძრაობაზე შეთანხმებას და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას მიაღწიონ.