მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა- ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
კერძოდ, 3 მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა.
გამგეობის ცნობით, სამუშაოები განხორციელდა: ოქროყანა, ვაჟა-ფშაველას ქ. N10; გ. რჩეულიშვილის ქ. III შეს. N4; დ. ბაქრაძის ქ. N11;
პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კედლები მოეწყო, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან და სავალ გზაზე გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა.
კედლების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც 174 000 ლარი გამოიყო.