ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი Larsen & Toubro Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კონტრაქტორი კომპანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზების „ლაჯანური–წყალტუბოსა“ და „ახალი ლაჯანური–ლაჯანური ჰესის“ მშენებლობისა და „დერჩის“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, სამშენებლო სამუშაოების განახლებული გრაფიკი და შემდგომი ეტაპები. მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომლის თანახმადაც პროექტის დასრულების ვადად 2028 წელი განისაზღვრა.
შეხვედრაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, Larsen & Toubro Limited-ისა და საკონსულტაციო კომპანია Mercados-Aries International-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია რაჭა-ლეჩხუმის პერსპექტიული ჰესების ენერგოსისტემაში ინტეგრაცია, გადამცემი ქსელის გაძლიერება და ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის ამაღლება.