საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის მონაწილეობის საკითხი ხვალ გადაწყდება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის მონაწილეობის საკითხი ხვალ გადაწყდება

შეძლებს თუ არა მემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას - ამას პარიზის სააპელაციო სასამართლოს ხვალინდელი ვერდიქტი გადაწყვეტს.

საქმე ეხება პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის წინააღმდეგ, ევროპარლამენტის დაფინანსების უკანონოდ მითვისების საქმეს, რის გამოც მას სახელმწიფოს თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა 5 წლის ვადით აეკრძალა. თუკი სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, მისი პარტიიდან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატად, ჯორდან ბარდელა განიხილება.