ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფაშინიანის პირველი ვიზიტი რუსეთში პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე ჩაივლის. ვლადიმერ პუტინმა მას გამარჯვება არ მიულოცა. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუს კოლეგას, მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდება.