გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვეულ წვევამდელთა ოჯახებს შეხვდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაწვეულ წვევამდელთა ოჯახებს შეხვდა.
შეხვედრა აკაკი ჭელიძის, ლუკა კალაძის, ავთანდილ მუხაშავრიასა და აკაკი ლეჟავას ოჯახის წევრებთან გაიმართა, რომლებსაც სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მადლობის წერილები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, მაიორი ზაზა ჯაბუა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.