ტრამპი ანკარაში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა.
თეთრი სახლის ლიდერის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ანკარის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
ტრამპს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი პირადად დახვდა.
ანკარაში ტრამპი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.
სავარაუდოდ, ტრამპი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს, როგორც თურქეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან.